იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტაჟირების კონკურსი ლაგოდეხის იუსტიციის სახლში

2019 წლის 21 თებერვლამდე  საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge  გააქტიურდა ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ლაგოდეხის იუსტიციის სახლში (1 ვაკანტური პოზიცია).

   სტაჟირების კონკურსი ანაზღაურებადია და ანაზღაურება შეადგენს დარიცხულ 400 ლარს.

 სტაჟირების პროცესში აპლიკანტები შეძლებენ:

 ✓  გამოიმუშაონ საქმიანი უნარ-ჩვევები;

✓  ტრენინგების სისტემის მეშვეობით შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით (იქნება ეს სოციალური, თუ სამართლებრივი მიმართულება);

✓  ფუნქციური როტაციის საშუალებით შეიძინონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სახლის სხვადასხვა სივრცეში (საკონსულტაციო, სწრაფი თუ ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში);

✓  და ბოლოს, გახდნენ ჩვენი გუნდის წევრი!

 

თუ გაქვთ ინფორმაცია მოტივირებული და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული სტუდენტების შესახებ, რომლებსაც სურთ, გახდნენ ქვეყნის ყველაზე ინოვაციური პროექტის მონაწილე და იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მაშინ გთხოვთ, გაუზიაროთ ეს სიახლე მათ!

 

➢  კონკურსში მონაწილეობისათვის ყველა მსურველი უნდა დარეგისტრირდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge  

 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმეების გამოგზავნისას ყურადღება გამახვილდეს ვაკანსიის ტექსტში მოთხოვნილ სავალდებულო ველებზე, როგორებიცაა:

 

✓  კანდიდატი იყოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;

✓  შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ცნობის/დიპლომის ასლის ატვირთვა;

✓  ქართულის (C1) შესაბამის დონზე ცოდნა;

✓  რეკომენდატორის მითითება;

✓  სამოტივაციო წერილის შევსება.

იხილეტ  აღნიშნული ვაკანსიის ლინკი: 

➢  სტაჟიორი ლაგოდეხის იუსტიციის სახლში

 


 
მნახველთა რაოდენობა: 4890
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'