იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაკანსია ,,ლიბერთი - ბანკში“

,,ლიბერთი - ბანკი“  აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.

ადგილმდებარეობა:  თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, საგარეჯო, წნორი.

ჩვენ ვიწვევთ სამუშაოდ წარმატებულ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს; ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს.
 

მითერის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ასევე განიხილება მაგისტრატურის სტუდენტები;

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;

  • მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;

  • თითოეულ შემოსულ მომხარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;

  • მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება; სერვისის პირობების და ვადების განმარტება;

  • მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;

  • მომხმარებელთა დახმარება განახორციელოს სწრაფი გადახდის აპარატთან, ბანკომატთან ისე რომ არ შეეხოს მომხმარებლის ფულად სახსრებს;

  • შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;

  • დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

 

 

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;

  • ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;

  • გამართული მეტყველება;

  • გუნდურობა;

  • მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 16 დეკემბრის  ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე

 
მნახველთა რაოდენობა: 5450
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'