იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიბერახის (ბიბერახი/რისი, გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ერთობლივი პროექტით ქმნიან ახალ სასწავლო კურსს თელავში – კახეთის რეგიონი:

მშენებლობისა და უძრავი ქონების პროექტის მართვა.

4 წლიანი ( 8 სემსტრიანი ) სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ორგანიზაციასა და მართვაში.

ამ კურსის ფარგლებში 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება მაინორის ორი პროგრამა, მშენებლობის მენეჯმენტი და პროექტის მენეჯმენტი, ასევე ვთავაზობთ სტუდენტებს თავისუფალ კრედიტებსსხვადასხვა საგნებში. მიღწული წარმატებები გვაძლევს იმედს ამ კურსის ეფექტური განხორციელებასა და მის საჭიროებაში.

ფოლკსვაგენის ფონდის (ჰანოვერი, გერმანია) მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამა იფუნქციონირებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე.

პროექტის მენეჯმენტი და მისი მიზნები

პროექტების მართვა მშენებლობისა და უძრავი ქონების განხრით უკავშირდება მულტიდისციპლინარულ საკითხებს: პროექტის განვითარებას, დაგეგმვას, განხორციელებასა და მარკეტინგს.

პროექტის მენეჯმენტის ამოცანებს წაემოადგენს პროექტის ორგანიზაციული, კომუნიკაციური, მონიტორინგისა და დაბეგვრის საკითხების გადაჭრა.

ამასთანავე თვითოეული მათგანი ერთიანდება საერთო ეკონომიკურ, ტექნიკურ, ეკოლოგიურ, სოციალურ და სამართლებრივ მიდგომაში.

ეს ინტერდისციპლინარული, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დასაქმდნენ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში:

ადგილობრივი და რეგიონული საამშენებლო და უძრავი ქონების განყოფილებებში, სამშენებლო ფირმებში, უძრავი ქონების ფირმებსა და საპროექტოებში, ბანკების სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში, გარემოსდაცვით ორგანიზაციებში, ასევე ინფრასტრუქტურის სფეროში.

სტუდენტთა უნარები

პროექტის მართვა უფრო მეტია, ვიდრე პროფესია. ესაა მოწოდება, რომელიც პიროვნებაში ირეკლება.

ამ განსაკუთრებული სპეციალობის მსურველები უნდა ხასიათდებოდნენ შემდეგი თვისებებით: ორგანიზაციული ნიჭი, კომუნიკაბელურობა და სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი, უნდა გააჩნდეთ ასევე კომპლექსური სიტუაციების დროს საერთო თვალთახედვა. პრაგმატულობა, პროფესიული საქმიანობა, დიდი დატვირთვით მუშაობა, კრეატიულობა, გადაწყვეტილების მიღების და საქმიანი შეხვედრების წარმართვის უნარი. ამასთანავე უმნიშვნელოვანესია თვითრწმენა, კონფლიქტების მართვა და ჯგუფური მუშაობა.

სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც, რის საფუძველზეც შეთავაზებული იქნება გერმანული და/ან ინგლისური ენის დარგობრივი კურსები.

3.2

 
 

2024 © 2016 © All rights reserved