იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო მასტერკლასი თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაწილაკების ფიზიკაში მასტერკლასს თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა და ტექნოლოგიების განვითარებისა და განათლებაში ტექნიკური პროგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

CERN- ის საერთაშორისო მასტერკლასის სესიებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი უძღვებოდა.

სესიების დასასრულს ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამართულ ვიდეო -კონფერენციას, თელაველ მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ მოსწავლეები ბონიდან, დრეზდენიდან და რომიდან. ვიდეო- კონფერენცია კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ, შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

მასტერკლასი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის „ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი“ (IPPOG) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

IPPOG -ის ქსელში ჩართულნი არიან CERN-ის მეცნიერები, მკვლევრები, პროფესორ-მასწავლებლები და კომუნიკაციის სპეციალისტები, რომლებიც არაფორმალური მეცნიერების სწავლებისა და ნაწილაკების ფიზიკის საკითხებზე მთელ მსოფლიოში მუშაობენ.

საქართველო IPPOG -ის კოლაბორაციის სრულუფლებიან წევრად, 2019 წლიდან ირიცხება.

 
მნახველთა რაოდენობა: 402
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'