იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მოსწავლეთა ოლიმპიადა ინგლისურ ენაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურ ენაზე, სკოლის მოსწავლეთა რეგიონალური ოლმპიადა ჩატარდა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ინგლისურ ენაზე შეჯიბრში ჩართულები იყვნენ პანკისში მოქმედი როდი სკოტის ფონდის ფარგლებში ინგლისური ენის უფასოდ შემსწავლელი კურსისა და სოფელ ალვანის ენების ცენტრის მოსწავლეებიც.

მონაწილეეებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა და ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობასა და სკოლებთან თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, მონაწილე პირებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის მანანა ღარიბაშვილისადა მშვიდობის კორპუსის მოხალისის ჯერი ბლაითფილდის ინიციატივით ჩატარდა.

ოლიმპიადის ორგანიზებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ჯონ ვენდელი და ფულბრაიტის (ETA) პროგრამის მონაწილე ვალენტინა დორენიც იყვნენ ჩართულები.

 
მნახველთა რაოდენობა: 413
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'