იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერაზმუს+ პროექტის ფინალურ კონფერენციას დაესწრნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ერაზმუს+ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის E-PSY „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“,ფინალურ კონფერენციას ესწრებოდნენ.

პროექტის კოორდინატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ინდირა ძაგანიამ, დამსწრე საზოგადოებას პროექტის შედეგები გააცნო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან,კონფერენციას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი, მოწვეული დოქტორი, მაკა კოჭაური, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ია ჩაქიაშვილი-კალმახელიძე და ნინო ბასილაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი; განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი; პროექტის ფარგლებში შექმნილი ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, გუგული მაღრაძე.

კონფერენციაში ჩართულები იყვნენ ასევე, E-PSY-ის ადგილობრივი კოორდინატორი ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის პრორექტორი, ირენა კუდლინსკა, პროფესორი აგნიეშკა ვალჩაკ- ბეშჩინსკა; E-PSY-ის ადგილობრივი კოორდინატორი ტრანსილვანიის უნივერსიტეტში დანიელა პოპა; E- PSY-ის პარტნიორი ორგანიზაციის - ადამიანის უნარების, სტრატეგიისა და შესაძლებლობების გაძლიერების ცენტრის ხელმძღვანელი, რობერტო რიგი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრებიც.

კონფერენციაზე პროექტების ფარგლებში გაწეული სამუშაოები და მიღებული შედეგები წარმატებულად შეფასდა.

ფინალური შეხვედრა პროექტის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 351
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'