იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ზაუდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე დუბაიში, ზაიდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენციის თემა იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ენათმეცნიერებასა და ენის სწავლებაში.

ღონისძიების მონაწილე საპატიო სტუმრებმა და მომხსენებლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხელოვნური ინტელექტით ენის სწავლების აქტუალურ ტენდენციებზე ისაუბრეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის მოხსენება შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის სასაუბრო ბოტების (AI Chatbot) გამოყენებას უცხო ენის სწავლებაში და ამ მიმართულებით უცხო ენის მასწავლებელთა საჭირო კომპეტენციების ჩარჩოს.

თამარ მიქელაძე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, ტრენინგის ჩატარებას გეგმავს.

 
მნახველთა რაოდენობა: 391
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'