იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის თესაუს პროფესორი დაჯილდოვდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვეს.

აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ნინო ვეფხიშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დააჯილდოვეს.

შესაბამისი სიგელი, საქართველოს სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენელ ქალებთან ერთად, ნინო ვეფხიშვილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გადასცა.

დაჯილდოება მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შედგა.

ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა.

ნინო ვეფხიშვილი თესაუს ასოცირებული პროფესორია.

ნინო ვეფხიშვილი ხელმძღვანელობს საქართველოსა და საერთაშორისო საგანამანათლებლო ფონდების დაფინანსებულ პროექტებს.

გამოქვეყნებული აქვს ათობით შრომა კვლევა და სტატია.

უნივერსიტეტის პროფესორი, პარელურად ერთ- ერთი ცნობილი ღვინის ქარხნის წამყვანი ტექნოლოგია.

 
მნახველთა რაოდენობა: 592
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'