იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი "ლიტერატურული კლუბის" ეგიდით ბიბლიოთერაპიაში ვებინარი და მასტერკლასი ჩატარდება.

მასტერკლასს პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი და ფილოლოგი ციცი ხაზიური გაუძღვება.

ვებინარი და მასტერკლასი ითვალისწინებს ჯგუფურ თერაპიას და ფსიქოლოგიურ კორექციას მხატვრული ტექსტის დახმარებით.

შეხვედრა შედგება 25 აპრილს, 14.00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, II სართულზე, 216- ე აუდიტორიაში.

"ლიტერატურული კლუბის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო გოგიაშვილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 356
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'