იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეები საჯარო ლექციას წაიკითხავენ

4 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები ჩაატარებენ საჯარო ლექციას თემაზე-- „დამოუკიდებელი მოსამართლის როლი ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების განხილვისას - ქართული და ამერიკული გამოცდილება“.

საჯარო ლექციას ამერიკელი მოსამართლეები, ანა ჰარისი, ჯეიმს ბოდიფორდი, ბენ შტუდარდი და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე გაუძღვებიან.

ლექციას დაესწრება ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში, დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი და ამერიკის საელჩოს მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი ეკატერინე ფოფხაძე.

ლექციის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 1 საათს, კითხვა- პასუხის რეჟიმის ჩათვლით.

ლექცია ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ორგანიზებით ტარდება.

შეხვედრა 10:30 სთ- ზე დაიწყება

 
მნახველთა რაოდენობა: 448
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'