იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების მეცნიერების მიმართულებით, საჯარო ლექცია ჩატრდება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თამარ მიქელაძე, საჯარო ლექციას ჩაატარებს.

ლექციის თემაა "პედაგოგებისათვის ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციების ჩარჩო“.

შეხვედრაზე განხილული იქნება პედაგოგებისთვის ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციის არსებული ჩარჩოები (8 ჩარჩო) და მკვლევარის მიერ შეთავაზებული კლასიფიკაციის სქემა.

თამარ მიქელაძე დამსწრეებს ასევე აუხსნის, როგორ უნდა იყოს შემუშავებული AI კომპეტენციის ჩარჩოები, რაც განათლებაში აუცილებელია, მასწავლებლის მომზადებაში ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად დასანერგად.

სალექციო მასალა ეფუძნება საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის ფარგლებში, პროფესორ მიქელაძის მიერ მომზადებულ სამეცნიერო ნაშრომს.

ლექცია ჩატარდება უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში, 26 დეკემბერს, 13:00-14:00 საათზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 1417
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'