იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სტუდენტურ კონფერენციას გეგმავს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოში ტყის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO, GEORGIA , პროექტის ფარგლებში, სტუდენტურ კონფერენციას ჩაატარებს. კონფერენცია " ტყის მდგრადი მართვა, ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევე ბი", ორგანიზებულია კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლით დაინტერესებულ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს

 
მნახველთა რაოდენობა: 1000
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'