იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ახმეტაში სატყეო უბნის მართვის გეგმის პროექტის პრეზენტაცია ჩატარდება

11 დეკემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში (მის.: ახმეტა, გიორგი ჭანტურიას n1) ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

საჯარო განხილვაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები, CENN-ის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისათვის ტყის მართვის გეგმის გაცნობა და მასზე უკუკავშირის მიღებაა.

ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წერილობით შეიტანოს შენიშვნები და კომენტარები, 10 დეკემბრამდე, რომელიც უნდა მიაწოდოს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ზაზა ნონაშვილს(ელ-ფოსტა: zaza.nonashvili@mepa.gov.ge)

ახმეტის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 2020-2022 სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ღონისძიება ტარდება CENN-ის თანამონაწილეობით და GIZ-ის დახმარებით, საქართველოში ტყის სექტორის განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ECO.Georgia-ს ფარგლებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 1011
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'