თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის!
პროექტ Heripreneurship-ის ფარგლებში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში   პროექტ Heripreneurship-ის ფარგლებში მხარდამჭერ ორგანიზაციებთან მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად განხილულ იქნა გამოკითხვის ფორმა, რომელიც პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კვლევა დაინტერესებულ მხარეების უნარების და აუდიო ვიზუალური სექტორის არსებული ვითარების გამოსარკვევად უნდა ჩატარდეს.

პრეზენტაციას, რომელსაც კოორდინატორი თამარ ასლანიშვილი უძღვებოდა,  სასტუმროების ქსელების, ტურისტული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ისტორიული მუზეუმების ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

ტურისტული კორიდორი, რომელიც საქართველოში შეიქმნება იუნესკოს გარშემო არსებულ 10 გეოლოკაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში შექმნილი  ტურიზმის ბიზნეს ქსელი სიცოცხლისუნარიანი პროექტის დასრულების შემდეგაც იქნება. 

პროექტი ,,გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა ტურიზმის სფეროსა და კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიაში შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე(BSB 831-HERIPRENEURSHIP) 2020 წელს დაიწყო და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1122
 
 
 
 
    2021 სექტემბერი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.