იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
2015-10-16

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მანანა კევლიშვილი, ,,ერასმუს მუნდუს ელექტრა“-ს პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ესპანეთის ქალაქ ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ვრცლად
2015-10-16

ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ასისტენტი ია კევლიშვილი და ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, სარა გალაგერი, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-12 კლასებს მოსწავლეებს შეხვდნენ. გასაუბრების საფუძველზე დაკომპლექტდა სასწავლო ჯგუფები.

ვრცლად
2015-10-16

ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პროექტის-,,ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“ (LoRDeP)- ფარგლებში, 12-17 ოქტომბერს საქართველოში ფრანგი სტუდენტების ვიზიტი მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დასკვნითი სესია 16 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

ვრცლად
2015-10-22

21 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამართა დისკუსია თემაზე-,, გენდერი და განათლების პოლიტიკა“. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ჩაგვრის სხვადასხვა მანიფესტაციები, ისაუბრეს შრომით მიგრაციაზე, ფემინიზმის ქართულ ისტორიაზე და სხვა საკითხებზე. 

ვრცლად
2015-10-23

22 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ტექნიკური პერსონალის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ

ვრცლად
2015-10-23

23 ოქტომბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია-,,ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური საკითხები“- გაიხსნა.

ვრცლად
2015-10-26

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ. ამის შესახებ მეცნიერებათა აკადემია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით შეთანხმდნენ

ვრცლად
2015-10-27

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოდერნიზაციის ინსტიტუტი განახორციელებს პროექტის-,,უკან მომავალში“- პირველ ეტაპს.

ვრცლად
2015-10-27

,,ნატოს კვირეული-2015“ -ის ფარგლებში, 27 ოქტომბერს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი, საქართველოს უსაფრთხოების და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე და ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ირმა შიოშვილის და უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ვრცლად
2015-10-29

MEDIA CHECKER-ის წარმომადგენლები 29 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სასწავლო ცენტრში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდნენ.

ვრცლად
2015-10-29

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31.10.2015- ის 09:00 საათიდან 09.11.2015-ის 17:00 საათამდე (I სართული, თვითმმართველობის ოთახი). 

ვრცლად
2015-10-30

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ. 

ვრცლად
2015-11-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ,,სტუდენტის საათი“ დააწესა

,,სტუდენტის საათის“ ფარგლებში, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი რექტორთან შეხვედრასა და საკუთარ პრობლემებზე ამომწურავად საუბარს შეძლებს.

ვრცლად
2015-11-03

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული-ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,მუხამბაზი“ ბაქოში იმყოფებოდა. მოცეკვავეების გამოსვლას აზერბაიჯანის დედაქალაქში დიდი წარმატება ხვდა წილად

ვრცლად
2015-11-05

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდული პლატფორმა „ლიბანდაკი“-ს და ,,თავისუფალი დებატების ლიგი“-ს პროექტების: „თავისუფლების სკოლის“, ესსეების კონკურსის და დებატები-ის შესახებ.

ვრცლად
2015-11-06

აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედებას თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა 6 ნოემბერს ლიტერატურული ღონისძიება მიუძღვნეს.

ვრცლად
2015-11-09

2015 წლის 10-17 ნოემბერს იმართება მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ რექტორის მოადგილეს სამეცნიერო მიმართულებთ, პროფესორ ნუნუ გელდიაშვილს.

დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იხილეთ ლინკზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

ვრცლად
2015-11-09

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-6 ნოემბერს, IDFI-ის და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის -,,სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020-ი სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება“- ფარგლებში, ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ციმერმანმა, კათედრის თანამშრომლებთან ერთად, გამართა სალექციო ბლოკ-კურსს ფინანსური ანგარიშების, კონტროლინგის და ფინანსების თემატიკის შესახებ.

ვრცლად
2015-11-09

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში პრაქტიკის გასავლელად.

ვრცლად
2015-11-11

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს

ვრცლად
2015-11-11

საქართველოში ტოლერანტობის კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, შერიგების და სამოქალაქო თანასაწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შეხვდნენ. სტუმრებს შორის იყო სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავრი მრჩეველი, მექა ხანგოშვილი. 

ვრცლად
2015-11-11

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვდა.

ვრცლად
2015-11-13

13 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

ვრცლად
2015-11-16

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,თეატრალური სტუდია“ ბათუმში ჩატარებული ,,სტუდენტური დღეების“ გამარჯვებული გახდა

ვრცლად
2015-11-16

16 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტმა და სტუდენტთა მობილობის ორგანიზაცია – ,,კამპუს ფრანსის”- წარმომადგენელმა თბილისში, ანა ლოლუა, გამართა პრეზენტაცია- „სწავლა საფრანგეთში“. 

ვრცლად
2015-11-17

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო-სამეცნიერო კვირეულში მონაწილეობენ.
10-დან 17ნოემბრის ჩათვლით სხვდასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები საზოგადოებას საკუთარ კვლევებს გააცნობენ.

ვრცლად
2015-11-17

ცხადდება კონკურსი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლისთვის.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური საინფორმაციო შეხვედრას გამართავს 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა მცირე დარბაზში.

ვრცლად
2015-11-17

2015 წლის 30 ნოემბერს, დღის 12 საათზე ,
შედგება გერმანული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა (აუდიტორია 46 ) .
კომისიის შემადგენლობა გერმანული ენის მიმართულებით :
პროფესორი მანანა ღარიბაშვილი (კომისიის თავმჯდომარე ),
ასოცირებული პროფესორი- მანანა ნაპირელი,
ასოცირებული პროფესორი- ცისანა მოდებაძე.
სტუდენტი – გიორგი ყალამაშვილი , ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მანანა ნაპირელი.
ნაშრომის თემა -,,რელიგიური სიტყვის შემცველი ფრაზეოლოგიზმები გერმანული და ქართული ენების მაგალითზე”

კომისიის შემადგენლობა ინგლისური ენის მიმართულებით :

ვრცლად
2015-11-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის გამართულ საშემოდგომო ლიგის თამაშებზე ასპარეზობენ

ვრცლად
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'