2015-12-03

საქართველოს იუსტიციის მინისტრი 3 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია გამართა.
მინისტრი სტუდენტებს კოდექსის მთავარ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც
კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იგი ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ვრცლად
2015-12-04

4 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ჩაატარა გამოცდა ინგლისურ და გერმანულ ენებში.
უცხო ენებში ტესტირების გავლის შემდეგ, სტუდენტები 8 დეკემბერს გასაუბრებას გაივლიან, გამოცდების შედეგები კი 9 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ვრცლად
2015-12-04

2015 წლის 3 დეკემბერს  საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა სამოქალაქო განათლების სემინარი თემაზე- „გენდერული თანასწორობა და გენდერული ძალადობა საქართველოში“

ვრცლად
2015-12-08

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებს მასპინძლობს.
თესაუ-ს ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი წარმატებით ასპარეზობს სტუდენტურ პირველობაზე ფრენბურთში. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელებმა საქართველოს უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ტურნირის გამარჯვებული, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, დეკემბრის ბოლოს გამოვლინდება.

ვრცლად
2015-12-09

9 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში თესაუ-ს დრამატული წრის სტუდენტებმა ლიტერატურული ღონისძიება-,,აკაკის საქართველო“ გამართეს.

ვრცლად
2015-12-11

10 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის -„ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ (I-II ტომი) -პრეზენტაცია გაიმართა. 

ვრცლად
2015-12-11

,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს-,,ახალგაზრდები უსაფრთხოებითვის“. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩევს 10 სტუდენტს და უზრუნველყოფს მათ 3 დღიან სასწავლო ვიზიტს თბილისში, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, წარადგინონ პროექტები, რომლებსაც ისინი მომავალში კახეთში განახორციელებენ. შეჩეულ 3 საუკეთესო პროექტს ,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითრების ცენტრი“ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

ვრცლად
2015-12-14

14 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რესპუბლიკური კონფერენცია ,,სკოლა და უნივერსიტეტი-III” გაიმართა, რომელზეც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების მიერ მომზადებული საჯარო სკოლების მოსწავლეების მოხსენებები წაიკითხეს.

ვრცლად
2015-12-17

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რეგიონულმა კოორდინატორმა, ქეთევან რუხაძემ, სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ვრცლად
2015-12-18

16 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის და გორდონის კოლეჯის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

ვრცლად
2015-12-22

22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს.

ვრცლად
2015-12-22

22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის“ და ,,მწერალთა სახლის“ წარმომადგენლები თესაუ-ს რექტორს შეხვდნენ.
,,მწერალთა სახლსა“ და თელავის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ,,კავკასიურ სახლთან“ კი სამომავლო ურთიერთობის გეგმები დაისახა. მხარეებმა ერთმანეთს წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად
2015-12-23

2015 წლის 1 ნოემბერს დასრულდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი-,,დეგრადირებული მიწების აღდგენის ტექნოლოგია“.
კვლევებში, რომელიც საცდელ ნაკვეთზე განხორციელდა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად, ჩართული იყო ქუთაისის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების აგრარული ფაკულტეტები (პროექტის წარმდგენი- ააიპ ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება“ (PHDS), პროექტის ხელმძღვანელი-დავით ნაზაროვი).

ვრცლად
2015-12-24

24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ფილოლოგიური სემინარი გაიმართა.

ვრცლად
2015-12-28

25 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დოქტორანტ გურამ სამადაშვილის სადისერტაციო ნაშრომის -,,კახეთის რეგიონში ვაზის ჯიშების გავრცელებისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის საინფორმაციო მონაცემთა ბაზის პროექტირება-საჯარო დაცვა გაიმართა (სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე). 

ვრცლად
2015-12-28

28 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტში €žქართული ხელნაწერი€“ მონაწილეთა პრეზენტაცია გაიმართა.

ვრცლად
2015-12-28

ინტელექტუალური თამაშის-რა? სად? როდის? თესაუ-ს ჩემპიონის ტიტული იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების გუნდმა ,,ჰეროდოტემ“ მოიპოვა.

ვრცლად
2015-12-29

29 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.

ვრცლად
2015-11-25

24 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, თამარ მამსიკაშვილის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის მეცნიერული საფუძვლები” ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე, რეცენზენტები: 1. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი; 2. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ნინო მოდებაძე).

ვრცლად
2015-11-25

ივანე ბერიტაშვილის მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები, კერძოდ, 1914-1918 წლებში შექმნილი ხელნაწერები გადაეცა. უნიკალური დოკუმენტები მოიცავს ფიზიოლოგიის, როგორც საგნის, განვითარების და ექსპერიმენტული სამუშაოების ამსახველ მასალებს, პირად წერილებს, სხვადასხვა ფორუმზე წაკითხულ მოხსენებებს, წიგნს-,,მოგონებები ივანე ბერიტაშვილზე“ და სხვა.

ვრცლად
 
2021 ნოემბერი

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30


2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.