იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამა

ცხადდება სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამა, რომელიც უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განაგრძონ სადოქტორო პროგრამაზე.

  საპრეზიდენტო სტიპენდიის ფარგლებში,საერთაშორისო განაცხადების მიღება წარმოებს, როგორც კორეულ, ასევეინგლისურენოვან მიმართულებებზე. სტიპენდიის მფლობელებს, სრულად დაუფინანსდებათ სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში ექვსი სემესტრის სწავლის გადასახადი, მგზავრობის ხარჯი (ეკონომ კლასის ავიაბილეთი) და სამედიცინო დაზღვევა. უნივერსიტეტში მიღებული კანდიდატი, მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1.500.00-2.000.000 კორეული ვონის (დაახლოებით 1.250-1.600 აშშ დოლარი) ოდენობით. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ონლაინ განაცხადების მიღება იწარმოებს მ.წ. 20 ივლისიდან 30 ივლისამდე. 

    კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ დოქტორის ხარისხს. დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ინჟინერია, მედიცინა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განვითარების მეცნიერებები და კორეათმცოდნეობა.

  დანართის სახით იხილეთ: სააპლიკაციო ფორმა, აგრეთვე, სრული ინფორმაცია უნივერსიტეტში მიღების კრიტერიუმების და პროცედურების შესახებ: 1.-სეული 2 SNU Graduate Admissions Guide_Spring 2021

2.-სეული 2 SNU Graduate Admissions Guide_Spring 2021

3.-სეული 2 SNU Graduate Admissions Guide_Spring 2021

 
მნახველთა რაოდენობა: 5090
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'