იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი - „ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის და საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებენ  ერთობლივი პროექტს - „ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში“.   

პროექტის მიზანია კონკურსში მონაწილეებმა, პროექტის სახით, წარმოადგინონ საჯარო სექტორში მმართველ პოზიციაზე დასაქმებული ქალების კარიერული განვითარების შესაძლებლობები, გამოწვევები და სირთულეების დაძლევის ინოვაციური ხედვები. პროექტის წარმოდგენის გარდა, შესაძლებელია ესეს წარმოდგენა თემაზე- ,,ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში".

 პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისაგან შემდგარ გუნდებს. პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. (ჯგუფის წევრთა რაოდენობა: მინიმუმ 2 მაქსიმუმ 5 წევრი).

საინფორმაციო ბმულები:

 https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/career/news/  (მთავარი გვერდი).

 https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/career/vdym5rwu796563h/  სარეგისტრაციო ბმული.

 https://www.facebook.com/events/1051136541886498/  fb-ივენთი.

 
მნახველთა რაოდენობა: 5982
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'