იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს. სტაჟირების  სახელმწიფო  პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად, აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის

 თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ  სტაჟირების  რეგისტრაციის  დაწყებამდე  არაუგვიანეს  ერთი  თვისა.

        პროგრამაში მონაწილეობის მსურველ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს,  რომლებიც არიან  უნივერსიტეტის ბაკალავრიატის  დამამთავრებელი  კურსის,

 მაგისტრატურის  ან  დოქტორანტურის  სტუდენტები,  გამოირჩევიან  მაღალი  აკადემიური  მოსწრებით,  რაც  დასტურდება  GPA-თ  (მინიმუმ  3.0  შესაბამის  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში GPA- ს  გამოთვლის  წესის  არსებობის შემთხვევაში) 

ან  საგანმანათლებლო  პროგრამის ფარგლებში  მიღებული  შეფასებების საშუალო  არითმეტიკულით (მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი);  აგრეთვე,  იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა 

ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი,

შეუძლიათ  განაცხადონ  წერილობითი  თანხმობა  სტაჟირების  სახელმწიფო  პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით,მიმდინარე  წლის  31 მარტამდე,  დანართი 2-ის შესაბამისად, უნდა განაცხადონ წერილობითი თანხმობა,  სტაჟირების  სახელმწიფო  პროგრამაში  მონაწილეობის თაობაზე.  

   დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო  სამსახურის ბიუროს,  სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: (+995 32) 2197755.

 დანართი 1: თანხმობის ფორმა

დანართი 2: 1 (excel) დოკუმენტი

 
მნახველთა რაოდენობა: 6243
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'