ევროპის საბჭოს ეგიდით, 15 -დან 24 ნოემბრის ჩათვლით, იმართება თანასწორობის კვირეული, რომლის დევიზია- #ყველათანასწორობისთვის.
სახალხო დამცველის აპარატი უერთდება კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და ამ მიზნით, 21 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, თანასწორობის მნიშვნელობასა და სახალხო დამცველის მანდატზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით.
შეხვედრას გაუძღვება სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში - ეთერ შიუკაშვილი.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით.
იხილეთ ბმული: https://us02web.zoom.us/j/2550479108?pwd=eStmRzVua2RwTy85ZjhPVXFPTVJCUT09
Meeting ID: 255 047 9108
Passcode: 1111