იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროფესორ ლაბაზ გუმაშვილის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია თესაუში

24 ივლისს, პროფესორ ლაბაზ გუმაშვილის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით მოეწყო. მასში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად გროზნოს (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) და ნაზრანის (ინგუშეთის რესპუბლიკა) უნივერსიტეტების და სხვადასხვა კვლევითი  ცენტრების პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, გიორგი კვესიტაძემ გახსნა და მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  
კონფერენციაზე მკვლევარები ჩეჩენ-ინგუშთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ინგუშურ-ქართული ურთიერთობების, ჩეჩნურ-ქართული კავშირებს, კავკასიის ავტოკონიური ხალხების წარმოშობის საკითხებს და სხვა საინტერესო თემებს შეეხნენ. 

ახალი კორონავირუსის (COVID-19)  პანდემიის გამო  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  კონფერენცია ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3976
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.