იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტ-ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXIII (78-ე) სამეცნიერო კონფერენცია

 28 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტ-ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXIII (78-ე) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი.

   ღონისძიება რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა,  გახსნა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც აღინიშნა, კონფერენცია, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება  და დიდ როლს თამაშობს სტუდენტთა სამეცნიერო, კვლევითი უნარების გამოკვეთასა და განვითარებაში.

   კონფერენციის მუშაობა სექციებში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა,  ხელმძღვანელებთან ერთად, გადაინაცვლეს. 9 სექციაში საქმიანობა ლიტერატურის, ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმის,  განათლების მეცნიერებათა და სხვა მიმართულებით წარიმართა.

     შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ  სტუდენტები სერტიფიკატებით და სამახსოვრო  საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

   კონფერენციას რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5295
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'