იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ნათია მარგალიტაშვილი სტუდენტებს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებს შორის ინფორმაციის გაცვლა გენდერული თანასწორობის საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
,,- დღეს საინტერესო შეხვედრა შედგა სტუდენტურ თვითმმართველობასა და სტუდენტებს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ გლობალურ პრობლემასთან – გენდერთან დაკავშირებით. სტუდენტებმა იმსჯელეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გენდერულ პრობლემებზე, გენდერულ სტერეოტიპებზე. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იმედი მაქვს, მომავალში სტუდენტები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამგვარ დისკუსიაში.’’ – აღნიშნა ნათია მარგალიტაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

 

 
 

    2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.