2015-12-17

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რეგიონულმა კოორდინატორმა, ქეთევან რუხაძემ, სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ვრცლად
2015-12-18

16 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის და გორდონის კოლეჯის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

ვრცლად
2015-12-22

22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს.

ვრცლად
2015-12-22

22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის“ და ,,მწერალთა სახლის“ წარმომადგენლები თესაუ-ს რექტორს შეხვდნენ.
,,მწერალთა სახლსა“ და თელავის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ,,კავკასიურ სახლთან“ კი სამომავლო ურთიერთობის გეგმები დაისახა. მხარეებმა ერთმანეთს წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად
2015-12-23

2015 წლის 1 ნოემბერს დასრულდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი-,,დეგრადირებული მიწების აღდგენის ტექნოლოგია“.
კვლევებში, რომელიც საცდელ ნაკვეთზე განხორციელდა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად, ჩართული იყო ქუთაისის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების აგრარული ფაკულტეტები (პროექტის წარმდგენი- ააიპ ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება“ (PHDS), პროექტის ხელმძღვანელი-დავით ნაზაროვი).

ვრცლად
2015-12-24

24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ფილოლოგიური სემინარი გაიმართა.

ვრცლად
2015-12-28

25 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დოქტორანტ გურამ სამადაშვილის სადისერტაციო ნაშრომის -,,კახეთის რეგიონში ვაზის ჯიშების გავრცელებისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის საინფორმაციო მონაცემთა ბაზის პროექტირება-საჯარო დაცვა გაიმართა (სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე). 

ვრცლად
2015-12-28

28 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტში €žქართული ხელნაწერი€“ მონაწილეთა პრეზენტაცია გაიმართა.

ვრცლად
2015-12-28

ინტელექტუალური თამაშის-რა? სად? როდის? თესაუ-ს ჩემპიონის ტიტული იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების გუნდმა ,,ჰეროდოტემ“ მოიპოვა.

ვრცლად
2015-12-29

29 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.

ვრცლად
2015-11-25

24 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, თამარ მამსიკაშვილის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის მეცნიერული საფუძვლები” ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე, რეცენზენტები: 1. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი; 2. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ნინო მოდებაძე).

ვრცლად
2015-11-25

ივანე ბერიტაშვილის მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები, კერძოდ, 1914-1918 წლებში შექმნილი ხელნაწერები გადაეცა. უნიკალური დოკუმენტები მოიცავს ფიზიოლოგიის, როგორც საგნის, განვითარების და ექსპერიმენტული სამუშაოების ამსახველ მასალებს, პირად წერილებს, სხვადასხვა ფორუმზე წაკითხულ მოხსენებებს, წიგნს-,,მოგონებები ივანე ბერიტაშვილზე“ და სხვა.

ვრცლად
2015-11-25

25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა ერასმუს+ -ის პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებული კონკურსის შესახებ თესაუ-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა, გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე ბაკალავრიატის და დოქტურანტურის სტუდენტებს დააინტერესებს. გაკეთდა ინფორმაცია ასარჩევი სასწავლო საგნების, მოსამზადებელი დოკუმენტების, ტესტირების და გასაუბრების შესახებ.

ვრცლად
2015-11-20

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული გაძლიერების ცენტრი“-ს წარმომადგენლებმა 20 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარეს.
სტუდენტებთან გამართული შეხვედრა თემაზე-,,გაიგე მეტი შენი უფლებების შესახებ“- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას შეეხებოდა. 

ვრცლად
2015-11-19

ანტიკორუფციული დღის აღსანიშნავად, ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის თემაზე: ,,საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საზოგადოების ჩართულობის პროცესები“ ( მისამართი: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1).
კვირეულის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასაწავლო ცენტრში (სანდრო ეულის ქუჩა 3 ა) გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება.

ვრცლად
2015-11-19

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან გიგაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა , „ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ . მე-6 ტომის პრეზენტაცია გამართა.

ვრცლად
2015-11-19

საქართველოში აშშ-ს საელჩოს კულტურისა და განათლების ატაშე, დემიენ უომპლერი, 18 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს სტუდენტებს შეხვდა

ვრცლად
2015-10-02

25-27 სექტემბერს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: მარადი ფიცხელაური – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის და არჩილ ბოტკოველი – ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების მეოთხე კურსის სტუდენტები. 

ვრცლად
2015-10-05

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომების გაცემა მიმდინარეობს. 2014 წლის კურსდამთავრებულები მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დიპლომებს მიიღებენ. 

ვრცლად
2015-10-07

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მარიამ ოთიურიძე, თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ,,მევლანას” გაცვლითი პროგრამის 2015-2016 წლის გამარჯვებული გახდა

ვრცლად
 
2017 მაისი

4

6

7

9

11

12

13

14

17

20

21

23

26

27

28

29

30

31


2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.