იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა ,,PITA" -ს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ში

    6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თესაუ-ს სააქტო დარბაზში,    ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა ,,PITA" -ს წარმომადგენლები  საინფორმაციო შეხვედრას  გამართავენ.  

   ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა ,,PITA"   ხორციელედება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

     პროგრამა ,,PITA" ხორციელდება საქართველოს 13 ქალაქში და კახეთში პროგრამის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი. 

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას საქართველოში ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდასაჭერად. 

 

    ცენტრის ძირითადი მიმართულებებია : გენდერული თანასწორობა, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლება, ჯანსაღი ცხოვრება და გარემოს დაცვა. 

ცენტრს აქვს სტაჟირების პროგრამა რომელიც ცხადდება წელიწადში 2-3 ჯერ, რაც დიდი შანსია ახალგაზრდებისთვის მიიღონ სამუშაო გამოცდილება . 

PITA მოიცავს კარიერული წინსვლისთვის მხარდაჭერის აქტივობებს . ტარდება ტრენინგები , სემინარები, დისკუსიები, ვორქშოფები, სამუშაო შეხვედრები, ფილმის ჩვენება-განხილვები; 

 

 

PITA  მოიცავს მიკრო-გრანტების და რეგიონთაშორის გაცვლით პროგრამებს. 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5251
 
 
 
 
2024 მარტი

2

3

5

8

9

10

11

16

17

18

19

21

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.