იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები

      2017 წლის 3 ნოემბერს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე,  გაიმართება  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები.

       კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება  2017 წლის 23 ოქტომბრიდან და დასრულდება 2017 წლის 31 ოქტომბერს.

      კანდიდატთა განცხადებები მიიღება  10:00 საათიდან 17:00 საათამდე, უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსში (ოთახი # 27).

     ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა უნივერსიტეტის საარჩევნო  კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

    ა) განცხადება;

    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

   გ) უნივერსიტეტის   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის რეკომენდაცია;

   დ) ავტობიოგრაფია (CV);

   გ) ცნობა ფაკულტეტიდან (ფაკულტეტის საბჭოს წევრობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის შესახებ).

 
მნახველთა რაოდენობა: 5501
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'