იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გარე მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობის პროცესში მონაწილე პირთათვის განცხადებისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადები განისაზღვრა 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 12 თებერვლის ჩათვლით; გარე მობილობის პროცესში მონაწილე პირთათვის წერილობითი თანხმობის წარდგენის ვადები განისაზღვრა 2021 წლის 9 თებერვლიდან 2021 წლის 12 თებერვლის ჩათვლით; უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან სტუდენტთა გარე მობილობის შედეგები წარმოდგენილი იქნება 2021 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. ბოლო ვაკანტურ ადგილზე, კონკურენციის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეტი ქულა აქვს მიღებული; სტუდენტის პრიორიტეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში დაფინანსების მოპოვება განხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გარე მობილობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • განცხადება; 
  • ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • სწავლის შეწყვეტის, შეჩერების  დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სასწავლო ბარათის ასლი;
  • ატესტატის ასლი;
  • 2 ფოტოსურათი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • 50 ლარიანი ქვითარი (სოციალურად დაუცველის გარდა).

განცხადების ფორმა

თესაუს საბანკო რეკვიზიტები

განისაზღვრა რეგისტრაციის ვადები 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობის წესით გადმომსვლელ პირთათვის

 
მნახველთა რაოდენობა: 4282
 
 
 
 
2024 მარტი

2

3

5

8

9

10

11

16

17

18

19

21

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.