იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია

  

   2020  წლის  27-29  ნოემბერს   გაიმართება  ერეკლე  II-ის დაბადებიდან  300 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია.

   ორგანიზატორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ); ლიტერატურულ ჟურნალ ანეულისრედაქცია.

      კონფერენციის თემა: ქართული ჰუმანიტარული აზროვნების ევროპეისტული რეგისტრები; აქცენტირებული იქნება ასევე ერეკლე II, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და ისტორიული პიროვნება მესამე ათასწლეულის გადასახედიდან.

       კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების პრობლემატიკა და თემატიკა შეზღუდული არ არის.

    კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 27-28 ნოემბერი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) – 29 ნოემბერი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა (იხ. დანართი).

 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 5 ნოემბერი

 

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება კონფერენციის შრომათა კრებულში.

 

ნაშრომის გაფორმების წესი: A4 ფორმატის ქაღალდზე ნაბეჭდი ტექსტი, შრიფტი – Sylfaen;

ფონტის ზომა – 12; მინდვრები - მარცხენა - 3 სმ; მარჯვენა - 2 სმ.; ზედა – 2 სმ.; ქვედა – 2 სმ. სტატიის მოცულობა - არაუმეტეს 8 გვერდისა.

  სტატიის გაფორმება:

        სტატიის სათაური;

       ავტორის/ავტორების რეგალიები;

        რეზიუმე (სტატიის დედნის ენაზე) საკვანძო სიტყვებით (არანაკლებ 150 სიტყვისა);

        ძირითადი ტექსტი: 1. შესავალი; 2. ძირითადი ნაწილი; 3. დასკვნა;

        გამოყენებული ლიტერატურა;

       რეზიუმე ინგლისურ ან რუსულ ენებზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ნაშრომის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: erekleconference@gmail.com

საკონტაქტო პირი: თამარ  შაიშმელაშვილი 551005058; ასმათი ფიფია – 599 557 993.


დანართი

ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია

27-29 ნოემბერი, 2020 წ.

თბილისი, საქართველო

სახელი, გვარი

..............................................................................................................................................

აკადემიური თანამდებობა

..............................................................................................................................................

სამეცნიერო წოდება

..............................................................................................................................................

სამუშაო ადგილი

..............................................................................................................................................

მოხსენების სათაური (ქართულად და ინგლისურად, ან ქართულად და რუსულად)

...................................................................................................................................................

ტელეფონი ...........................................................

E-mail ....................................................................

განაცხადი გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: erekleconference@gmail.com;

 

შენიშვნა: მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ნაშრომს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის ხელმოწერა და ვიზირება.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

27-28 ნოემბერი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსტავას ქუჩა # 77, VI კორპუსი.

29 ნოემბერიიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ)

 

სარეგისტრაციო თანხა:

საქართველოს მოქალაქეებისთვის –  50  ლარი

უცხოელებისთვის – 50 $

მონაწილემ სარეგისტრაციო თანხა უნდა გადარიცხოს 05.11.2020-მდე შემდეგ საბანკო ანგარიშზე:            

 

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები:

საბანკო კოდი: TBCBGE 22

ანგარიშსწორების ანგარიში: GE36TB7778145063600014

მიმღები: ასმათი ფიფია

თანხის დანიშნულებაში მიეთითოს: კონფერენცია

 

FOR USD TRANSFER:

SWIFT:  TBCBGE22

BEN’S Account:  GE36TB7778145063600014

NAME OF BENEFICIARY:  ASMATI  PIPIA

 
მნახველთა რაოდენობა: 5716
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'