იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მასწავლებლობის მსურველთათვის!

მასწავლებლის  მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის  24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის  16:00 საათის ჩათვლით (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი,  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე სართული, აუდიტორია #27). საბუთების მიღება შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაციითაც,  ელ. ფოსტის  საშუალებით: edu.faculty@tesau.edu.ge

     აპლიკანტმა  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება რექტორის სახელზე (შეივსება ადგილზე), ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში, იხ. განცხადების თანდართული ნიმუში

ბ) პირადობის მოწმობის  ასლი, დედანთან ერთად. ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში, დასკანერებული  ვარიანტი;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად) ან მასთან გათანაბრებული  დოკუმენტი; ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში, დასკანერებული  ვარიანტი;

დ) 2 ფოტოსურათი3X4;

ე)სამხედრო  ვალდებულების  დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი  (გაწვევას დაქვემდებარებული ვაჟებისათვის);

ვ) მიმართულების  შესაბამისი  საგნის  გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;

პროგრამაზე შესაძლებელია მსურველთა მიღება შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);

მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);

ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);

ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);

ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);

გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);

ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);

ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);

გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);

სპორტი;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 

 საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 1 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 13:00  საათის ჩათვლით.

(იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 

პროგრამაზე ჩარიცხვა მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) მიმართულების  შესაბამისი  საგნის  გამოცდის ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;

ბ)იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის მიერ  განსაზღვრული  გამოცდის ჩაბარება.

უნივერსიტეტის მიერ  განსაზღვრული   გამოცდა

გამოცდა ჩატარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების სახით. 

  ტესტები მოიცავს ორ ნაწილის: კითხვებს „ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონიდან   და   ზოგადი  უნარების  ტესტურ  დავალებებს. გამოცდის ხანგრძლივობაა   120 წუთი.

 მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია 51 ქულა.  

საგამოცდო ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან. 

ა) პირველი ნაწილი შედგება 40 ტესტური დავალებისაგან და მოიცავს კითხვებს საქართველოს კანონიდან ზოგადი განათლების შესახებ.  ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური ქულაა  40.

ბ) ტესტის მეორე ნაწილი  შედგება ზოგადი უნარების 25 ტესტური დავალებისაგან. ამ ნაწილის მაქსიმალური ქულაა  60  და  მოიცავს ტესტურ დავალებებს: 

ანალოგიებზე;

წინადადების შევსებაზე ;

ლოგიკაზე;

გამოცდის შედეგები

 გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ 1 ოქტომბერს. გამოცდების შედეგების გასაჩივრების თარიღია 2020 წლის 1 ოქტომბერი,  16:00  ჩათვლით. 

აპლიკანტებთან  ხელშეკრულების   გაფორმება

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტებთან გაფორმდება ხელშეკრულება. 2020 წლის 1  და 2 ოქტომბერი  

 დაფინანსება

 პროგრამისთვის გამოყოფილია სულ 50 ადგილი, მათ შორის  სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობაა 45 ადგილი, აღნიშნული  ადგილების  სრულად ათვისების შემთხვევაში, შესაძლებელია დასაფინანსებელი რაოდენობის ზემოთ  სწავლის მსურველთა მიღება (5 ადგილის ფარგლებში) თვითდაფინანსებით.

იხ. თანდართული ფაილი

 
მნახველთა რაოდენობა: 5892
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'