იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ დაფინანსებული ENIGMMA 2 პროექტის ფარგლებში, აცხადებს ხელოვნების ნამუშევრების კონკურსს.

    ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი ეხმიანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეს, რომელიც ყოველის წლის 18 ოქტომბერს აღინიშნება.

  კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რისკებისა და საფრთხეების თაობაზე.

 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, 16 წლის ასაკიდან, როგორც პროფესიონალს, ისე -მოყვარულს.

   საკონკურსო ნამუშევრები უნდა შეიცავდეს გზავნილს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ (გზავნილი, შესაძლოა, შეეხებოდეს ნებისმიერ საკითხს, რომელიც ტრეფიკინგს უკავშირდება). 

   საკონკურსო ნამუშევრები, შესაძლოა, შესრულებული იყოს ,როგორც ხელით, ისე -კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით. ამასთან, ერთმა ადამიანმა შესაძლოა, გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი: ფოტოსურათი, ნახატი ან პოსტერი.

   კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია, საკუთარ ნამუშევარს თან დაურთოს ნამუშევრის აღწერილობა. ნამუშევრის შინაარსი მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის.

 ნამუშევრების წარმოდგენის ბოლოს ვადაა: 10 ოქტომბერი, 2019 იხ. ბმული

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: trainingcenter@tcj.gov.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 5877
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'