იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტი- ,,Community Ambassadors/თემის ელჩი“

 თელავის ამერიკული კუთხე იწვევს 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს პროექტში ,,Community Ambassadors/თემის ელჩი“  მონაწილეობის მისაღებად. 

   პროექტის მიზანია,  ახალგაზრდა აქტიური მოქალაქეების აღმოჩენა , რომლებიც შექმნიან საინიციატივო ჯგუფებს, შეისწავლიან თემის/ქალაქის წინაშე არსებულ საზოგადოებრივ თუ სოციალურ საჭიროებებს და შეიმუშავებენ მცირე პროგრამებს/სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის განვითარებას.
 დარეგისტრირებული ახალგაზრდები გაივლიან ტრეინინგს პროექტის წერასა და კვლევის მეთოლოგიაში, რაც მათ დაეხმარება საჭიროებების/პრობლემების შესწავლასა და გამოვლენაში.
 პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოგზავნოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა. 
https://forms.gle/1ueGLMFk5CGvXT4Z6
 საუკეთესო პროექტი დაფინანსდება.
 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

 
მნახველთა რაოდენობა: 6095
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'