იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა ფერეიდნელ ქართველ მეცნიერთან

    25 აპრილს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ფერეიდნელ ქართველ მეცნიერთან, პროფესიით ისტორიკოსთან, საიდ მულიანთან.

   ღონისძიების მიზანი იყო, ფერეიდნელი ქართველების ცხოვრების, ადათ-წესების და იმ ტრადიციების გაცნობა,  რაც მათ დღემდე შენარჩუნებული აქვთ.

   საიდ მულიანის და მისი ძმის სახელთანაა დაკავშირებული ირანში ქართული სკოლის დაარსება და ირანულ ენაზე ადაპტირებული დედაენის შექმნა, რაც  ფერეიდნელ ქართველებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ მშობლიური ენა და წერა-კითხვა.

     სტუმარს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, ცნობილმა ქართველმა მკვლევარმა,  ვალერიან ელანიძემ, საჩუქრად საკუთარი მონოგრაფია- ,,ქალაქი თელავი და ერეკლე II“-გადასცა.

   შეხვედრას ორგანიზატორი იყო  თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპლიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

 
მნახველთა რაოდენობა: 3637
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'