იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა მეცნიერთან
17 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ფორუმი „ქართული ენის ამაგდართა საფიხვნო“_ შეხვედრა მეცნიერთან.
საფიხვნოს სტუმრობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი.
შეხვედრის მონაწილეებს მესალმნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილმა სტუმრებს და კოლეგებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისათვის და გაწეული მუშაობისათვის.
შეხვედრაზე გაიმართა პრეზენტაცია საავტორო წიგნისა, „ერეკლეს ეპოსი,“ რომლის შესახებაც საინტერესო მოხსენებებით გამოვიდნენ მასპინძელი და ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორები: ნინო გიორგაძე , თენგიზ სიმაშვილი, ნანა რჩეულიშვილი, როინ ჭიკაძე, ნინო კოჭლოშვილი, ელენე ფილაშვილი, შორენა წიგნაძე, ეკატერინე შაკიაშვილი, ივანე ჯაგოდნიშვილი, ლია მეტრეველი, ვანო ოსაძე, თამარ შაიშმელაშვილი და სხვები; მოხსენება წარადგინა ასევე თესაუ-ს ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა გოგა წულუკიძემ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მონაწილეთა და მსმენელთა დადებითი შეფასება დაიმსახურა.
ფორუმი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა.
 
მნახველთა რაოდენობა: 1499
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'