იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენინგი „კიბერ ჰიგიენა - როგორ დავიცვათ თავი და მონაცემები კიბერ სივრცეში“
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის კიბერ უსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა - PEU-C-E-ს" ფარგლებში, 23 ივნისს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგი სახელწოდებით „კიბერ ჰიგიენა - როგორ დავიცვათ თავი და მონაცემები კიბერ სივრცეში.“
ტრენინგის მომხსენებლები: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი იაშვილი.
ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 საათი
ღონისძიების ფარგლებში ტრენერები ისაუბრებენ ინტერნეტზე, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოპოვების მთავარ წყაროზე, მასში არსებულიშესაძლო საფრთხეების არსებობასა და მათი თავიდან აცილების საჭიროებაზე. ამასთანავე, განიხილავენ მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვის, ე.წ. ფიშინგსადა მავნე პროგრამებს. ტრენინგის ფარგლებში ასევე იქნება განხილული უსაფრთხო პაროლები მომხმარებლებისთვის, ანტივირუსული პროგრამები და მათთან მუშაობის პრინციპები.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
ტრენინგი ჩატარდება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეორე სართულის სააქტო დარბაზში (სატანადო რეგულაციების დაცვით).
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
 
მნახველთა რაოდენობა: 1524
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'