იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლიეტუვას ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის ტრენინგი

2021 წლის 4,5 მარტს,  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  პროექტის (RURD) ფარგლებში, ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (ლიეტუვა) პარტნიორი უნივერსიტეტისტვის ტრენინგი გამართა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის  ინტერნაციონალიზაციის  გეგმა, მიზნები და ინდიკატორები. ტრენინგის ორგანიზატორებმა  საკუთარი  გამოცდილება, არაევროპელ ქვეყნებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ამ პროცესში წარმოშობილი გამოწვევები და საუკეთსო პრაქტიკა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს. როგორც აღინიშნა, მათ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში ერთ-ერთი  ძლიერი მხარე მობილობა, ორმაგი აკადემიური ხარისხი და უნივერსიტეტის  სოციალური პასუხისმგებლობაა.

  პროექტ RURD-ის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე, უნივერსიტეტებსა და თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

 
მნახველთა რაოდენობა: 10002
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'