იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

ჩვენ შესახებ

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს შესაბამისი ინსტრუქციებით და დებულებით. სამსახურის უფროსს და სამსახურს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სამსახურის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ხოლო საბუღალტრო ანგარიშგების შედგენაში ზემდგომი ორგანოს საფინანსო სამსახურის უფროსს.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, ავადმყოფობა), მისი უფლებები და ვალდებულებები გადადის მოადგილეზე (უფროს სპეციალისტზე), ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით – რომელიმე რიგით სპეციალისტზე.
აუცილებლობის შემთხვევაში, საქმეების მიღება-გადაბარებას ესწრება ზემდგომი
ორგანოს წარმომადგენელი.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.