- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
2021-07-16
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ Heripreneurship-ის ფარგლებში მხარდამჭერ ორგანიზაციებთან მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად განხილულ იქნა გამოკითხვის ფორმა, რომელიც პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 2021-07-14
2021 წლის 9 ივლისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი „RURD“-ის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, უნივერსიტეტის რექტორის სახელით, ხელი მოაწერა მემორანდუმს -„რეგიონის უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის ჩამოყალიბების შესახებ“. შეხვედრას პროექტის კოორდინატორმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 2021-07-02
2021 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პროექტის RURD-ის მორიგ შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწოფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლეს. 2021-03-23
2021 წლის 22 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, ევროკომისიის მიერ დაფინასებული პროექტი VITAGLOBAL-ის ფარგლებში მომზადებული მეორე მოდულის- მიკრობიოლოგიის- ტრენინგი გაიმართა. კურსის სახელწოდებაა -,,ახალი ტენდენციები მიკრობილოგიაში, ღვინის დაძველება და ღვინის უსაფრთხოება (New tendencies in Microbiology, Wine ageing and Wine Safety). 2021-06-08
2021 წლის 5-7 მაისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის (RURD) ფარგლებში, მასარიკის უნივერსიტეტმა ( ჩეხეთის რესპუბლიკა) პროექტის პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტებისთვის ტრენინგი გამართა. 2021-06-07
2021 წლის 12 მაისს, თელავის სახელმწფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროექტ HERIPRENEURSHIP-ის მე-2 ტრანსნაციონალური შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება კოლაბორაციული ხასიათის იყო და მას პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, UBBSLA უძღვებოდა. 2021-06-01
2021 წლის 27-28 მაისს, ახალციხის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი RURD-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონულ რექტორთა კონფერენციის დებულება. პარტნიორმა უნივერსიტეტებმა თავიანთი ხედვა წარადგინეს, შეხვედრის ბოლოს კი, ერთიანი დოკუმენტის სამუშაო ვერსია ჩამოაყალიბეს. 2021-05-19
17 მაისს, ხარკოვის გ. სკოვოროდას სახელობის ეროვნულ პედაგოგიურ უნივერსიტეტსა და იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშორისო ,,მრგვალი მაგიდა“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა მიიღო. ღონისძიება უკრაინაში მიმდინარე სამეცნიერო კვირეულს მიეძღვნა და ონლაინ- რეჟიმში ჩატარდა. 2021-03-30
2021 წლის 25-30 მარტს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის (RURD) ფარგლებში, ავრსტიის FH Joanneum განმოყენებითი მეცნიერების უნივერისტეტმა პროექტის საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ ტრენინგი გამართა. 2021-04-05
დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტი CISI-ის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრებთან, თელავის პარტნიორ საჯარო სკოლებთან და სხვა დაინტერესებული პირებთან. პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო პროექტის აქტივობები და სამომავლო საქმიანობა. 2021-03-05
2021 წლის 4,5 მარტს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის (RURD) ფარგლებში, ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (ლიეტუვა) პარტნიორი უნივერსიტეტისტვის ტრენინგი გამართა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები დაესწრნენ. 2021-03-06
2021 წლის 25 - 27 თებერვალს ევროკავშირის Erasmus+ის პროექტი DITECH-ის პირველი საერთაშორისო სასტარტო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე, გაიმართა (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs// ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში). 2021-02-19
19 თებერვალს, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოაწყო ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა „აკადემიური კეთილსინდისიერება“. 2021-02-15
2021 წლის 10 და 11 თებერვალს, ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე, Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული პროექტის- „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში" (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH“), პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი RURD-ის ევროპელმა პარტნიორმა, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა, 2021 წლის 25, 26, 27 იანვარს და 4 თებერვალს, ამავე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის ონლაინ ტრენინგები ჩაატარა. 2020-12-16
15 დეკემბერს, პროგრამა Erasmus+ -ის პროექტი VitaGLOBAL -ის ფარგლებში, გაიმართა ვორქშოპი „უნივერსიტეტი-საწარმოს თანამშრომლობა: საქართველოს ქეისების განხილვა“ ("University - Industry Cooperation: Georgian Case Studies"). 2020-12-21
21-22 დეკემბერს გაიმართა შავი ზღვის აუზის პროექტი BSB831 HERIPRENEURSHIP-ის შეხვედრა, რომელსაც პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების გარდა, პროექტით დაინტერესებული მხარეებიც დაესწრნენ. პარტნიორებმა შეხვედრაზე თავიანთი ორგანიზაციები წარადგინეს, პროექტის კოორდინატორმა კი, პროექტის პრეზენტაცია გამართა. 2020-12-01
1 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნგრეთის სტიპენდიების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა. 2020-11-03
29 ოქტომბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის- ERASMUS+ “LoveDistance- Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning” - ფარგლებში, მესამე კვარტალური, ვირტუალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 2020-10-21
20 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტის ერთ-ერთ პარტნიორ მენდელის უნივერსიტეტში ( ბრნო, ჩეხეთი), საერთაშორისო პერსონალის კვირეული გაიმართა . შეხვედრაზე Covid-19-თან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები და საერთაშორისო მობილობების შემაფერხებელი ფაქტორები განიხილეს. 2020-10-20
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი VITAGLOBAL-ის ფარგლებში, აქტივობები გრძელდება. 2020-10-12
2020 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა ინტერნეტ-შეხვედრა Erasmus + -ის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის ,,ESTA’’ („Educating Science Teachers for All” (ESTA - 609719-EPP-1-2019-1-DE-EPPKA2-CBHE-JP) კოორდინატორთან (სილვია მარკიჩი-ლუდვიგსბურგის პედაგოგიური ინსტიტუტი). 2020-10-09
საქართველოს თორმეტმა უმაღლესმა სასწავლებელმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის -„აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“(Integrity) ფარგლებში, გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას მოაწერა ხელი. 2020-10-09
6-7ოქტომბერს ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის- „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“(Integrity) ფარგლებში, პროექტის მენეჯმენტის დასკვნითი შეხვედრა ონლაინ- ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა პროექტის, როგორც ქართველმა, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა მიიღეს. 2020-09-11
ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ, ახალ პროექტში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლის იანვრის თვიდან ჩაერთვება. პროექტის-,,ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH)-მიზანია, ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით, საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება. 2020-09-07
25-27 აგვისტოს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ერაზმუს+“-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის- „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for SocialInclusion - CISI) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა. 2020-09-07
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი, გრანტების მენეჯერი ნიკოლოზ ჩაჩხიანი და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კოორდინატორი ანა აბულაძე 31 აგვისტოს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. 2020-09-11
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუში მიმდინარე ტურიზმის მიმართულების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. 2020-06-10
მიმდინარე წლის 9 ივნისს, პროექტ „INTEGRITY“-ის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის ონლაინ შეხვედრა „პლაგიატი და მისი უარყოფითი გავლენა“ გაიმართა. 2020-03-02
ვრცლად
2020-01-20
ვრცლად
2020-06-24
2020 წლის 22 და 23 ივნისს ონლაინ შეხვედრა, VITAGLOBAL-ის პროექტის ფარგლებში, გაიმართა. შეხვედრის პირველ დღეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული 6 მოდულთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობა განიხილეს. 2020-04-22
2020-ის 7 და 20 აპრილს ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის VITAGLOBAL-ის ფარგლებში მორიგი ონლაინ შეხვედრები ჩატარდა. პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა მიკრობიოლოგიის მოდულზე მუშაობისას წარმოშობილი პრობლემები და გამოწვევები, ხოლო მეორე შეხვედრაზე ტურიზმის მოდულზე წარიმართა მუშაობა. 2020-05-02
2020 წლის 27 აპრილს ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის LOVEDISTANCE , Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning ფარგლებში პროექტის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. 2020-03-27
2020-ის 23 მარტს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის VITAGLOBAL ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გაიმართა. 2020-04-02
პირველ აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტთათვის პროექტ: INTEGRITY-ს ფარგლებში დისტანციურა ჩატარდა ტრენინგები თემაზე: TURNITIN-ის გამოყენება საბაკალავრო და სამაგისტრო ნარომის მომზადების პროცესში. 2020-03-06
25 -29 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის სტელენბოშის უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის- 598507-EPP-1-2018-1-ES-EPPKA2-CBHE-JP „გლობალური ქსელის შექმნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობისთვის: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით "( VITAGLOBAL) -მორიგი შეხვედრა გაიმართა. 2020-03-06
,,ერასმუს +“-ის საერთაშორისო პროექტის-,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (CISI)-ფარგლებში, 6 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. „INTEGRITY“-ის პროგრამის ფარგლებში კოლეჯი ,,პრესტიჟის“ სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
2020-02-21
21 თებერვალს, პროფესიული კოლეჯი ,,პრესტიჟის“ სტუდენტებისთვის, „INTEGRITY“-ის პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 2020-02-26
მიმდინარე წლის 16-19 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალი: პროფესორი ნინო მოდებაძე, ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე და მოწვეული დოქტორი ნათელა ბაღათრიშვილი ლუდვირგსბურგის (გერმანია) პედაგოგიურ უნივერსიტეტში, Erasmus + ის საერთაშორისო პროეტის ფარგლებში, იმყოფებოდნენ. 2019-12-14
2019 წლის 9 -10 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის -,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD)-პირველი შეხვედრა გაიმართა. 2020-02-21
2019 წელს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის - ,,რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში“ -კოორდინატორი გახდა. 2020-02-17
21 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „INTEGRITY“-ის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 2020-02-16
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები პლაგიატთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. 2020-02-16
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები 19 თებერვალს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და პლაგიატის შესახებ ესაუბრნენ. 2020-02-15
საქართველოში გერმანიის სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ნუცა ციგროშვილმა, 18 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 2020-02-14
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ( CISI Curriculum Innovation fo r Social Inclusion) ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. 2020-02-14
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ( CISI Curriculum Innovation fo r Social Inclusion) ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 2020-01-24
21-22 იანვარს, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის- „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“ (INTEGRITY)- კონსორციუმის მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის წევრები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც დაესწრნენ. |