27 თებერვალს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ინიციატივით სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლაში გაიმართა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ,,ქართული, როგორც მეორე ენა არაქართულენოვანი აბიტურიენტებისათვის” პრეზენტაცია.
პროგრამის შესახებ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებმა: როინ ჭიკაძემ და ნანა რჩეულიშვილმა. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა მარიამ ცისკარიშვილმა სოფელ ყარაჯლის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ვრცლად გააცნო პროგრამის დანიშნულებისა და პროგრამაში მონაწილე აბიტურიენტების წარმატებების შესახებ.
სკოლის მოსწავლეებმა გამოხატეს დაინტერესება და გამოთქვეს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.

 

 
 

    2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.