იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

2014 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის სხდომათა დარბაზში ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით ჩატარდა პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის როინ ჭიკაძის მონოგრაფიისა – „ძალმოსილება ქართული სიტყვიერებისა“.
განხილვაში მონაწილეობდნენ: როისტომ ჩხეიძე – ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ მთავარი რედაქტორი; იოსებ ჭუმბურიძე – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ძირითადი მომხსენებელი; თანამომხსენებლები: თამილა ზვიადაძე და მაია კაკაჩია – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები; პროფესორი ვაჟა შენგელია და პროფესორი თაკო ბურჭულაძე – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები; მწერალი და კრიტიკოსი ემზარ კვიტაიშვილი; მწერალი თამაზ ხმალაძე – ავტორი და წამყვანი პოპულარული რადიოგადაცემისა – „ენაი შემკული და კურთხეული“; ნუნუ გელდიაშვილი და რამაზ მეფარიშვილი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.
თამაზ ხმალაძემ დამსწრეთ გააცნო წარმოსათქმელი სიტყვა პროფესორ გიორგი გოგოლაშვილისა, რომელმაც ავადმყოფობის გამო პირველად ვერ მიიღო მონაწილეობა მონოგრაფიის განხილვაში.
მომხსენებლებმა და სიტყვით გამოსულებმა ისაუბრეს როინ ჭიკაძის პიროვნულ ღირსებებსა და მის სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაზე; მაღალი შეფასება მისცეს ნაშრომში დასმული საკითების ავტორისეულ კვლევას და მონოგრაფია „ძალმოსილება ქართული სიტყვიერებისა“ – მიიჩნიეს ახალ სიტყვად მწერლის ენისა და სტილის შესწავლის საქმეში.
დასასრულს, სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა მონოგრაფიის ავტორმა.

 

 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.