მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში

9 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა.
კონფერენციის მონაწილეთა შორის საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და მკვლევარები იყვნენ.
ღონისძიებას, მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საერთაშორისო კონფერენცია – „კულტურათაშორისი დიალოგები“ – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მესამედ ტარდება.
წლევანდელი კონფერენციის ორგანიზატორები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ-ს პროფესორები: ნუნუ გელდიაშვილი და მანანა ღარიბაშვილი) არიან.
კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 11 ოქტომბრამდე გაგრძელდა, 100-ზე მეტი მოხსენება იქნა წარმოდგენილი.