იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

20 დეკემბერს, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია პროფესორი ლორი მაკდონალდი. მან პროფესორ-მასწავლებლებისთვის და საჯარო სკოლის უცხო ენის პედაგოგებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში. პროფესორმა ყურადღება გაამახვილა სწავლების თანამედროვე მეთოდებზე და პირადი გამოცდილება გაუზიარა აუდიტორიას.

მანანა ღარიბაშვილი, უცხო ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. საუბარი ეხებოდა თანამედროვე სწავლების მეთოდებს და სტრატეგიებს, მათ აქტიურ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში, რომელიც ხელს უწყობს შემსწავლელების მხრიდან მოტივაციის მნიშვნელოვან ამაღლებას.“

სამომავლოდ იგეგმება სხვა გამოცდილი პროფესორების მოწვევა უნივერსიტეტში და საინტერესო ლექციების ჩატარება.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.