იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

,,უარყოფის პრაგმატული ასპექტები სხვადასხვა სისტემის ენებში“ (ქართული და ინგლისური ენების მასალაზე დაყრდნობით),-ამ თემაზე შექმნილი დისერტანტ მაია ადვაძის ნაშრომი თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ 2 ივლისს განიხილა.
დისერტაციის ავტორმა პრეზენტაციაზე ყურადღება უარყოფაზე, როგორც ლინგვისტურ ფენომენზე, გამოხატვის საშუალებებზე, ნაშრომის მეცნიერულ სიახლეზე, კვლევის მეთოდებზე და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა.
მაია ადვაძე, რომელიც ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს, არის თარჯიმან-რეფერანტი და დიპლომირებული მედიკოსი; აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო, საგანმანათლებლო პროგრამებში. მრავალმხრივი და საინტერესოა მისი ბიოგრაფია.
სადისერტაციო საბჭომ, ოპონენტების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების შემდეგ, მაია ადვაძის სადისერტაციო ნაშრომი შეაფასა, როგორც მრავალმხრივ მნიშვნელოვანი შენაძენი ქართული ენათმეცნიერებისთვის და დისერტანტს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის წოდება მიანიჭა.

 

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.