იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა ნაპირელმა გერმანული ონომასტიკური ფრაზეოლოგიური ლექსიკონი გამოსცა.
„დიდი შრომის შედეგად დავასრულე სამეცნიერო კვლევა ენათმეცნიერებაში. 485 გერმანული ონომასტიკური ფრაზეოლოგიური ერთეული განვიხილე მათი წარმომავლობის კუთხით (გერმანულ ენაზე). ონომასტიკა არის ლინგვისტიკის ნაწილი, რომელიც საკუთარ სახელებს სწავლობს. წიგნის პრეზენტაციის შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ.“ – განაცხადა ავტორმა.
მანანა ნაპირელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია გერმანული ენის მიმართულებით. იგი უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრაზე მოღვაწეობს. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
მანანა ნაპირელმა 2005 წელს გამოსცა „ქართულ-გერმანული თემატური ლექსიკონი,“ 2010 წელს „ქართულ-ინგლისურ-გერმანული თემატური ლექსიკონი“ გერმანულ და ინგლისურ იდენტურ სიტყვებზე, 2011 წელს – „დამხმარე სავარჯიშოების კრებული გერმანულ ენაში,“ ხოლო 2013 წელს -გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა იოჰანა შოკ მაიერის წიგნი „დედის შეგონებანი ქალიშვილს.“

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.