იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

28 მაისს, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია: სტუდენტ–ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XIX(74-ე) სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ფაკულტეტის დეკანმა დავით მახაშვილმა და ასისტენტ პროფესორმა ნათია გაბაშვილმა დააჯილდოვეს:
I ადგილი – ლელა ბოშაშვილი, დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტი. თემა: „სასკოლო გარემოს მნიშვნელობა დაწყებითი განათლების საფეხურზე“, ხელმძღვანელი ასოც. პროფ. შორენა ძამუკაშვილი. დაჯილდოვდა ფულადი პრემიით – 200 ლარი.
II ადგილი – მარი ოსიყმიშვილი, დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტი. თემა: ,, დედაენის“ ალტერნატიული სახელმძღვანელოები და მათი ანალიზი“, ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მარიამ ცისკარიშვილი. დაჯილდოვდა ფულადი პრემიით – 150 ლარი.
III ადგილი – ნინო დელიქსიშვილი, საგნის (ინგლისური ენის) სწავლების მეთოდიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსი. თემა: „ წერის სწავლება ინგლისურ ენაზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან საჯარო სკოლაში. მოსწავლეთა პრაქტიკული ნამუშევრების შესწავლა“, ხელმძღვანელი ასოც.პროფ. თამარ მიქელაძე. დაჯილდოვდა ფულადი პრემიით – 100 ლარი.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული ყველა სტუდენტი რექტორის ბრძანებით ერთჯერად ფულად ჯილდოს მიიღებს.
alt alt alt
alt

 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.