იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I, II და III კურსის სტუდენტები იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე სასურსათო პროდუქტების მწარმოებელ რამოდენიმე საწარმოში. მათ მოინახულეს: გურჯაანის ნაყინის, კოკა კოლას, ეკოფუდის, მითანას და ზედაზენის საწარმოები, სადაც მოთ აღნიშნული საწარმოების წამყვანმა სპეციალისტებმა და ტექნოლოგებმა გააცნეს ამ საწარმოთა ისტორია, თანამედროვე მიღწევები და წარმოების ტექნოლოგიები.

სასწავლო ექსკურსიის დასასრულს სტუდენტები საგურამოში ეწვივნენ ა(ა)იპ ,,აგრო“-ს ვაზის და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს. მათ ცენტრის ტერიტორიაზე განლაგებული ვაზის და ხეხილის ჯიშების, ცენტრის იმუნო ვირუსული ლაბორატორიის და ნერგების გამოყვანის და შენახვის ტექნქნოლოგიების შესახებ ესაუბრა აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი ნოდარ ჩხარტიშვილი, რომელიც ამავე დროს არის აღნიშნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი.

აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და თანამშრომლები იმედს გამოთქვამენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მსგავსი ღონისძიებები სამომავლოდ უფრო ფართო მასშტაბებით დაიგეგმება და განხორციელდება.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.