,,იმუნოლოგიური კვლევითი მეთოდების სკოლა, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით"

  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 21-25 დეკემბერს  განახორციელა პროექტი: ზამთრის სკოლა -,,იმუნოლოგიური კვლევითი მეთოდების სკოლა, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით" ( პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი- თსუ-ს იმუნოლოგიის და მიკრობიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ნუნუ მიცკევიჩი).

         სეზონური სკოლის გახსნაზე, სხვა სტუმრებთან ერთად, მიწვეული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი.

          პროექტში, თსუ-ს და სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტები: თინათინ ღვინიაშვილ-ჩხიკვიშვილი და მარი მამუკელაშვილი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

             ზამთრის სკოლის მიზანი იყო, თანამედროვე იმუნოლოგიაში ინტენსიური, ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლით, საქართველოში იმუნოლოგიის დარგის და მომიჯნავე სპეციალობების განვითარება და ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული ზრდის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. 

 

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.