თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დისერტაციის დაცვა გაიმართა. ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დოქტორანტმა შორენა ლაზვიაშვილმა სადისერტაციო ნაშრომი „დრო-კილოთა ფორმობრივი და ფუნქციური მიმართებანი ქართულ და ინგლისურ ენებში“ წარუდგინა სადისერტაციო საბჭოს.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან პროფესორები ნუნუ გელდიაშვილი და მანანა ღარიბაშვილი.
მანანა ღარიბაშვილი, პროფესორი: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ დოქტორანტისთვის, არამედ ჩემთვის და ნუნუ გელდიაშვილისთვის, როგორც თემის სამეცნიერო ხელმძღვანელებისათვის. ტიპოლოგიური ლინგვისტიკის სპეციალობით ეს პირველი დაცვაა, მინდა მივულოცო შორენა ლაზვიაშვილს და წარმატებები ვუსურვო მას მომავალ სამეცნიერო მუშაობაში.“
ნელი ცქიტიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „შორენა ლაზვიაშვილი ჩვენი სამსახურის წამყვანი სპეციალისტია. მოხარული ვარ, რომ თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კიდევ ერთი სამეცნიერო ხარისხის მქონე თანამშრომელი შეემატა. ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას.“
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ შორენა ლაზვიაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

 

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.