იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ,,აკაკის კვირეული’’ გაიხსნა. კვირეულის ორგანიზატორი გახლდათ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ხოლო ფილოლოგიური სემინარის ხელმძღვანელი – პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი.
აკაკის კვირეული გახსნა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგაძემ, რომელმაც აღნიშნული ღონისძიების ჩატარების მიზანზე ვრცლად ისაუბრა.
„მივესალმები მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვინაიდან ეს მეტად მნიშვნელოვანია სტუდენტთა აქტიური საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის. ვისურვებდი, რომ მსგავსმა ღონისძიებებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და ფართო აუდიტორიის წინაშე იქნეს წარმოდგენილი’’ – განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნინო კოჭლოშვილმა.
,,აკაკის კვირეულის’’ გახსნაზე წარმოდგენილი იყო სამი მოხსენება:
1. პროფესორი ნინო სოზაშვილი – ,,აკაკი და ხალხური ზეპირსტყვიერება’’
2. სოფო ნიჟარაძე – ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის III კურსის სტუდენტი, ,,აკაკი და სამწერლობო ენა’’
3. ნინო კობიაშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი, ,,აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სიმბოლოები ბიბლიურ ჭრილში”.
კვირეულს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტები და ქართული ფილოლოგიის კათედრის წევრები. ,,აკაკის კვირეული’’ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 ივნისს გაიხსნა.

 

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.