იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

უნივერსიტეტში მიმიდინარეობს საერთაშორისო პროექტი ,,TEMPUS,, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტთა კარიერული განათლების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, კარიერული ცენტრის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტში ექსპერტების სტატუსით მონაწილეობენ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები: ნინო მოდებაძე და ნინო ბასილაშვილი, რომლებიც უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის დაარსების მოსამზადებელ სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას.
ამ მიზნით, სხვადასხვა დროს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების (ბუდაპეშტის კორვინუსის, ლიტვისა და ესექსის) სტუდენტთა კარიერული განათლების ცენტრებში.
ფაკულტეტის პროფესორების მონაწილეობით მომზადდა და ექსპერტიზა ჩაუტარდა სტუდენტთა კარიერული განათლების ხელშეწყობის სასწავლო კურსს, რომლის პილოტირება უნივერსიტეტეში გაზაფხულის სემესტრში დაიწყება. ამ კურსის განსახორციელებლად შეიქმნა სტუდენტებისა და ლექტორების სასწავლო მასალის რიდერები (გზამკვლევები) და ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა კარიერული ცენტრის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები, რომელიც უნივერსიტეტში სასწავლო წლის ბოლომდე ამოქმედდება.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.