2017 წლის 2 თებერვალს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება ირაკლი გიორგაძის დისერტაციის დაცვა, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
დისერტაციის თემაა - ,,ეროვნული მოძრაობის თავისებურებანი საქართველოში XX საუკუნის 20-90-იან წლებში“(სამეცნიერო ხელმძღვანელი- ელგუჯა მამუკელაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი).
დაცვა შედგება თესაუ-ს სხდომათა დარბაზში (I კორპუსი, II სართული).